სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - მიზეზი "ძლიერი სომხეთის" დეპუტატის, გამოსვლა გახდა.
ედგარ ღაზარიანმა პარლამენტის სპიკერის მიმართ პრეტენზიები წამოაყენა, გააკრიტიკა სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია და დეპუტატებისთვის პრემიების გაცემა გააპროტესტა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა მას მიკროფონი ორჯერ გამოურთო, რასაც ფრაქციების წევრებს შორის ჩხუბი მოჰყვა. ვითარების განსამუხტად, დარბაზში სახელმწიფო დაცვის სამსახური შევიდა, სხდომაზე კი შესვენება გამოცხადდა.