09 მაისი 2024,   08:38
ვრცლად
"ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში, პრეზიდენტ პუტინს ძალიან გაუჭირდება გადაადგილება მთელს მსოფლიოში" - დომინიკ რააბი ​

დომინიკ რააბი​ აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ისტორიული მომენტია უკრაინის კონფლიქტში. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, პრეზიდენტ პუტინს გაუჭირდება გადაადგილება მთელს მსოფლიოში.

"ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინის კონფლიქტში. ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში, პრეზიდენტ პუტინს ძალიან გაუჭირდება გადაადგილება მთელს მსოფლიოში. ის, რაც ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დარწმუნდნენ, რომ აქვთ სასამართლო-საგამოძიებო, ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე მხარდაჭერა მოწმეებთან და მსხვერპლთან. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ლონდონში ჰოლანდიელებთან და ყველა ჩვენს კოლეგასთან და პარტნიორთან ერთად მთელი მსოფლიოდან." - ამბობს დომინიკ რააბი.

დღის ამბები