20 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
მათი ენა არის მუშტის ენა, ეს არ არის ევროპული, ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს - ლევან ხაბეიშვილი

გვიან ღამით მომხდარ თავდასხმებს, პოლიტიკოსები ეხმიანებიან - ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ანგარიშსწორება "ქართული ოცნების" განკარგულებით მოხდა.

"მათი ენა არის მუშტის ენა, ოღონდ მაგასაც ლაჩრულად აკეთებენ, ხომ არ გვინახავს ერთ-ერთზე ვინმეს ეჩხუბებოდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახებში უვარდებიან, დიმას ფაქტობრივად სახლში შეუვარდნენ. ეს არ არის ევროპული, ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს, არც დაპირისპირება, არც ძალადობა არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. ქართველ ხალხს განვითარება და კეთილდღეობა უნდა,“ - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

"ახალის" წევრი ბაჩო დოლიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვითარება კონტროლიდან გავიდეს და ცუდად დამთავრდეს თავდამსხმელებისთვის.

"სრული ინფორმაცია აქვთ თითოეული ადამიანის გადაადგილებაზე. ვინც ობიექტად ჰყავთ აყვანილი, იციან ვინ სად არის. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე ასეთი რაღაცები არ ხდება. ყველაზე მეტად რა მეშინია იცით, კონტროლიდან არ გავიდეს ეს სიტუაცია, რომელიც ვითომ კონტროლის ქვეშ აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. არავინ არ გაალახინებს, შეიძლება ცუდად დამთავრდეს თავდამსხმელებისთვის ერთ დღეს ეს ყველაფერი,“ - აცხადებს "ახალის“ წევრი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები