პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე "ღამის კურიერის" ეთერში სუს-ის დღევანდელ განცხადებაზე საუბრობს.
წითლიძის თქმით, სუს-ი ბოლო 11 წელია "გადატრიალებაზე" საუბრობს.
"დღევანდელი სუს -ის განცხადებაზე მეცინება, მგონი თვითონაც ეცინებათ ამ ბოლო განცხადებაზე. დროა რამე კრეატიული მოიფიქრონ, ბოლო 11 წელია უამრავჯერ ვყავარ მხოლოდ მე დაკითხული ამ ვითომ გადატრიალების საქმეზე.
რამდენჯერ აანონსებენ, რომ ვითომ რაღაც გადატრიალება იწყება და შემდეგ ეს გამოძიება ბოლომდე არასდროს არ მიდის. დაახლოებით ხუთჯერ დამკითხეს მე პირადად ამ სისულელეზე, როდესაც სჭირდებათ მოქალაქეების დაშინება ამ სისულელეს იგონებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დაკავებული უნდა იყოს კონსტიტუციური წესრიგის დამყარებით აი ამ სისულელეში და სიდებილეში არიან.
მე ვიცი ერთადერთი რამ, თუ ვინმეს აწყობს არეულობა ეს არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სხვა შემთხვევაში ისინი კანონს არ შემოაბრუნებდნენ,"- აცხადებს წითლიძე.