16 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ძალიან სამწუხარო მიმართულება მიეცა ე.წ. პროტესტს, პროტესტს, რომელიც გადაიქცა ერთგვარ ტერორად ადამიანების მიმართ - მაკა ბოჭორიშვილი

ბოლო პერიოდში როგორც ვითარდება მოვლენები, ძალიან სამწუხარო მიმართულება მიეცა ე.წ. პროტესტს, პროტესტს, რომელიც გადაიქცა ერთგვარ ტერორად ადამიანების მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ მიმდინარეობს წნეხი და მათ აიძულებენ გამოხატონ სხვების მოსაწონი აზრი.

"ბოლო პერიოდში როგორც ვითარდება მოვლენები , ძალიან სამწუხარო მიმართულება მიეცა ე.წ. პროტესტს, პროტესტს, რომელიც გადაიქცა ერთგვარ ტერორად ადამიანების მიმართ.

თუ რაღაც მოვახვიეთ თავს ჩვენს საზოგადოებას ჩვენი აზრი მაინც და მაინც, ეს რა არის, როდესაც შენ ძალადობ ადამიანებზე, საჯარო მოხელეებზე, ხელოვნების წარმომადგენლებზე, სპორტსმენებზე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე და ითხოვ შენ აუცილებლად მათ დააფიქსირონ აზრი, ოღონდ უნდა დააფიქსირონ ის აზრი, რაც შენ გინდა რომ დააფიქსირონ. რა ჰქვია ამას? ტერორამდე მივედით ფაქტობრივად და ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი შემხვედრია ამ პერიოდში და ძალიან განიცდიან ამას, როდესაც ასეთი ფორმით ხდება იძულება ადამიანების, რომ მათ დააფიქსირონ ვიღაცისთვის სასარგებლო აზრი," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები