27 ივლისი 2024,   04:03
ვრცლად
საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა - რა მიმართულებებში ფიქსირდება შედარებით მაღალი ანაზღაურება

ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დათვალა და ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ბოლო ერთ წელიწადში ნომინალური ხელფასი 21,2 პროცენტით არის გაზრდილი და საშუალო ხელფასი ამ დროისთვის ორი ათას ლარამდეა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, დადებით ტენდენციას სწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

ხელფასების გაზრდის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე, ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ ისაუბრა. ოფიციალური ინფორმაციით 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში, ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 309 ლარით არის გაზრდილი და 1773 ლარს შეადგენს.

ხელფასების მატების ტემპზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროშიც. მათი განმარტებით ეკონომიკური რეფორმებითა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ხელფასებისა თუ სამუშაო ადგილების გაზრდის მოლოდინი ისევ არსებობს.

გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებაზე სუაბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით საშუალო ანაზღაურება მომატებულია და რიგ შემთხვევაში, 1700 ლარზე მეტია. შედარებით მაღალი ანაზღაურება ფიქსირდება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო - სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური სფეროები.

დღის ამბები