პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის "საათის ფორმატში" წარდგება და კანონმდებლებს გასული წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც.
ოპოზიცია კრიტიკულია და ძირითადი შეკითხვების დასმას ინფლაციასთან დაკავშირებით აპირებს. კითხვები აქვს მმართველ გუნდსაც.
"მთავარი პრობლემა არის ფულის უყაირათოდ, არაეფექტიანად გამოყენება, გაზრდილი ბიუროკრატია. ამიტომ უამრავი კითხვა გექნება," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით კი, მას მინისტრთან კითხვა ინფლაციასთან დაკავშირებით იქნება.
ამასთან, ხვალ პარლამენტში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.