27 აგვისტო 2026,   00:19
ვრცლად
როგორია სტიქიის შედეგად დაშავებული 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც ჩაქვში, ნანგრევებში მოჰყვა - უახლესი ცნობები აჭარიდან

ძლიერი ქარი აჭარაში - მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. 

ქარის გამო წაქცეული ხე, ქობულეთში, ქუჩაში მოძრავ მანქანას დაეცა, შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ჩაქვში კი ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია, ნანგრევებში მოყოლილი 80 წლამდე ქალი სხეულის დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თუ რა ზარალი მიადგა მოსახლეობას გასულ ღამეს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. 

დღის ამბები