საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილსა და პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა. შვედეთის პრინცესამ ვიზიტის დროს სპეციალურ წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა.
პრინცესა ვიქტორია თბილისში გუშინ ჩამოფრინდა.