27 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
დატოვა თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა - ექიმებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ავალიანის გადადგომა მედიკოსების ერთ-ერთი მოთხოვნაა. კლინიკაში დღეს პროტესტის მეხუთე დღეა.

ექიმები საავადმყოფოში ისევ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. მედიკოსები ისევ გარანტიებს ითხოვენ და აინტერესებთ თუ როგორ დაასაქმებენ ექიმებს კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად.

დღის ამბები