01 ივნისი 2024,   17:52
ვრცლად
"ვოლტის" კურიერების მორიგი აქცია თბილისში - ისინი დღეს 3 საათზე კომპანიის ოფისთან შეკრებას გეგმავენ

"ვოლტის" კურიერების აქცია თბილისში - დღეს, 3 საათზე კურიერები კომპანიის ოფისთან შეკრებას გეგმავენ.

ისინი ხელმძღვანელობას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობენ, შედგეს შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, გაიზარდოს ტარიფები და აქციების გამო ჩახსნილი კურიერები სამსახურში აღადგინონ.

თუ კომპანია ამ შეთავაზებას მიიღებს, ისინი აღარ მოითხოვენ ხელმძღვანელობის გადაყენებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დრომდე ვოლტის ადმინისტრაცია მათ არ ხვდება.

კომპანიის ხელმძღვანელობამ უარი თქვა კურიერთან ინტერვიუზეც, გაავრცელეს მხოლოდ წერილობითი განცხადება, რომელშიც ძალადობასა და ბულინგზეა საუბარი, რომ არ მოხდეს კურიერების საქმიანობის შეზღუდვა.

დღის ამბები