15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
უნგრეთში დაგეგმილი კონფერენცია, სადაც მიწვეულია საქართველოს პრემიერი, ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერაა ორგანიზებული, გირჩევდით, აშშ-ის ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც  უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას ეხებოდა განაცხადა, რომ კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული. მან ასევე ჟურნალისტებს ურჩია, აშშ-ის ელჩს ჰკითხონ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მუშაობა მნიშვნელოვანია და ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის მთავრობა ყველა ფორმატს იყენებს.

"რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს? ოპოზიციისგან მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს ფაშისტურია, ანტიდასავლურია. გამოდის, რომ რეიგანი, ბუში და ტრამპი ანტიდასავლელები არიან. ისინი იყვნენ ამ კონფერენციის მონაწილეები. ამ კონფერენციის ისტორია, მისი პოზიციები თუ გაინტერესებთ, საქართველოში წარმოდგენილია აშშ-ის საელჩო და ვკითხოთ, რამდენად მიიჩნევს, რომ კონფერენცია ანტიდასავლური ან ფაშისტურია. ეს არის სწორედ ამერიკელი კონსერვატორების მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატს და ფორუმს, რათა კომუნიკაცია გვქონდეს ევროპელ კოლეგებთან. იცით, წინა კვირას ვიყავი ჩეხეთში, პრაღაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია იყო. რა თქმა უნდა, ეს არის საშუალება, ევროპული პერსპექტივისთვის მხარდაჭერა მივიღოთ, იქნება ეს უნგრეთის თუ სხვა ქვეყნების მხრიდან. ამიტომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მუშაობა მნიშვნელოვანია," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები