15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
არჩევნებში, სადაც მარტო თვითონ იღებდნენ მონაწილეობას, იძახიან, გავიუმჯობესეთ შედეგებიო - ანა წითლიძე

29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიღებული შედეგები პოლიტიკური მხარდაჭერის ამსახველი ვერ იქნება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"შუალედური არჩევნების შედარება [რეიტინგებთან], ეს არის ძალიან არასწორი და დამახასიათებელია მსგავსი ტიპის რეჟიმებისთვის. იძახიან, რომ არჩევნებში, სადაც მარტო თვითონ იღებდნენ მონაწილეობას და სადაც ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია, ანუ მარტო კანდიდატი ჰყავდათ, იძახიან გავიუმჯობესეთ შედეგებიო," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.

"საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, რეალობაა რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა და შუალედური არჩევნები საზომი ერთეული ვერ იქნება.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილი თქმით კი, ცალკეულ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების შედეგები ქვეყანაში არსებულ რეალობას და რეიტინგს ვერ განსაზღვრავს. მისი შეფასებით, უმეტესწილად შედეგებს დიდი ქალაქები წყვეტენ.

დღის ამბები