15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ექიმი პალატიდან გააძევა - როგორც გიული ალასანია აცხადებს, ექსპრეზიდენტი მკურნალი ექიმის განცხადებამ გააღიზიანა

გიული ალასანია ადასტურებს რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალი ექიმის განცხადებამ გააღიზიანა. ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილმა, თამარ ჭანტურია პალატიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მედიკოსმა თქვა, რომ პაციენტს რამდენიმე დღის წინ გონება არ დაუკარგავს.

თამარ ჭანტურია მესამე ექიმია, ვისაც სააკაშვილმა პალატის კარი საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაუკეტა. "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტისთვის მიუღებელია ყველა მედიკოსი, ვინც მის მდგომარეობას ობიექტურად აფასებს. ექიმების ინფორმაციით, სააკაშვილი სრულ უნდობლობას უცხადებს სპეციალისტების რეკომენდაციებს და უხეშად არღვევს კვების რაციონსაც, რაც მის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მედიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რომლის მიზანიც ევროსასამართლოში, სააკაშვილის საქმის დაზიანებაა.

სააკაშვილის თვითდაზიანებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი და მიუთითებს, რომ ექსპრეზიდენტი თავისუფლების მოპოვებას არასამართლებრივი მეთოდებით ცდილობს.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფსიქიატრებმაც შეაფასეს. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ინფორმაციით სპეციალისტები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც პატიმრობას და ვერც სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნას ვერ ეგუება.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები