15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
საქართველოში ბუნდესთაგის დელეგაცია ჩამოვა

გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა, ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

პროგრამაში არის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთანაც.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, საუბარი შეეხება, ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე, გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები