15 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
"ქართული ოცნება" მურუსიძის დასაცავად, ბუნებაში არნახულ, გაურკვეველ მეთოდებს იყენებს - ანა ბუჩუკური საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყება. სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. როგორი იქნება ოპოზიციის გეგმა, პარტიები დეტალებს ათანხმებენ, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა, შესაძლოა რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენოს და სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში ჩასმა მოითხოვოს, რასაც დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი ხელისუფლება ზედმიწევნით იმეორებს წინა ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებს.

"ზუსტად ერთი-ერთში იმეორებს იმ ღიმილის მომგვრელ მეთოდებს, რომელიც იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის ბოლო წლებში. ფაქტობრივად მე განსხვავებას ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის სანქცირებული მოსამართლის მურუსიძის დასაცავად, ბუნებაში არნახულ, გაურკვეველ მეთოდებს იყენებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივამ, სწრაფად და ეფექტურად თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა.

"საგამოძიებო კომისიის თემამ, ძალიან სწრაფად და ეფექტურად თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ვერცერთი კომისია 3 დღეში ვერ შექმნიდა, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამდე სამართლებრივ სამხილებს და მტკიცებულებებს იმისა, რომ ქართული ოცნება არის სასამართლოში დასანქცირებული კლანის თანამოაზრე, თანამზრახველი და ახლა უკვე დანაშაულის დამფარავი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები