15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
"ჩვეულებრივი საბოტაჟი მიდის" - მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია უნდა გაერკვეს რა არის კონსტიტუციის ფარგლები და რას ნიშნავს რეგლამენტი, რადგან მათ ისიც ვერ მოახერხეს, რომ ბიუროს დღის წესრიგში შესატანად, თავისი უფლების რეალიზაცია გაეკეთებინათ და დაეყენებინათ საკითხი.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ რეგლამენტი ვერ წაიკითხა, წაკითხვის შემდეგ კი მისი შინაარსი ვერ გაიგო, ან არ უნდათ რომ გაიგონ.

"ჩვენი ოპონენტები, პირველ რიგში, უნდა გაერკვნენ, რა არის კონსტიტუციის ფარგლები და რა წერია რეგლამენტში, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რამ ხდება 2 დღის განმავლობაში, მათ ისიც ვერ მოახერხეს, რომ ბიუროს დღის წესრიგში შესატანად, თავისი უფლების რეალიზაცია გაეკეთებინათ და დაეყენებინათ საკითხი.

დღეს, ნახეთ ხომ, რაც მოხდა - საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი, რომელიც ბიურომ არ შეუტანა დღის წესრიგში. დღის წესრიგის დამტკიცებას არცერთი მათგანი არ შესწინააღმდეგებია. წინა კვირის დღის წესრიგი, არ გამოდის მომდევნო სასესიო კვირის დღის წესრიგად, ხდება ახალი დღის წესრიგის შედგენა, რომლითაც მუშაობს მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი. ამ შემთხვევაში ამბავი ატყდა იმიტომ, რომ რეგლამენტი არ წაიკითხეს და რომ წაიკითხეს მერე ვერ გაიგეს ეტყობა, ან არ აწყობდათ რომ გაეგოთ და ჩვეულებრივი საბოტაჟი მიდის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები