"ევროპელი სოციალისტები" უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტს დააინიცირებენ. მასში ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე დააყანეს, მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, LGBT პროპაგანდის კანონით აკრძალვა, რევოლუციის თავიდან ასაცილებლად, პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში პლებისციტის ჩატარება, ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პაკეტში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც იკვეთება მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან.
"მოვამზადებთ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს პროპაგანდას. ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ანგრევს ქართულ ოჯახს. ეს მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ეს მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. რომ გამოდიხარ დროშებით და ამბობ, ეს კარგია, ნახევრად ტიტველი დარბიხარ და ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდები, მოსახლეობა, ეს არის მიუღებელი ქართველი კაცისთვის,“ - ამბობს ფრიდონ ინჯია.