საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ,ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. 2023 წლის 3 მაისს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი ქოენთან გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე. ილია დარჩიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრსაც შეხვდა. ხელი მოეწერა "შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.