"ქართულმა ოცნებამ" რაც დააპირა ის გააკეთა 2017 წელს, როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ჩვენი კონსტიტუციურად გამყარებული კურსი სწორედ ევროატლანტიკური მიმართულებითაა,"- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების ინიციატივების განხილვას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 2014-2021 წლებში, როდესაც საქართველო იყო პირველი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ჯარისკაცებისა რიცხოვნობით ავღანეთში, ამით ჩვენმა ქვეყანამ თავის წვლილი შეიტანა მსოფლიო უსაფრთხოებაში.
"ქართულმა ოცნებამ" რაც დააპირა, ის გააკეთა 2017 წელს, როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ჩვენი კონსტიტუციურად გამყარებული კურსი სწორედ ევროპატლანტიკური მიმართულებითაა. "ქართულმა ოცნებამ", რაც დააპირა ის გააკეთა 2014-2021 წლებში, როდესაც ჩვენ ვიყავით პირველი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის რიცხოვნობით ჩვენი ჯარისკაცებისა ავღანეთში.
ასე, რომ ჩვენი კურსი და მიმართულება საითაც არის, მათ შორის ჩვენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ეს "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, როგორც საკუთარი პოლიტიკური ისე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.