ახალციხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მოწყობა, ასევე, მოსახლეობის გამრიცხველიანება.
ახალციხის წყალმომარაგება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ხდება. სამცხე ჯავახეთში, ჯამში, 8 მსგავსი პროექტი ხორციელდება, რომლებზეც სულ 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.