15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის წევრები იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის წევრები იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ. მხარეებმა მართლმსაჯულების რეფორმა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. თომას ჰაკერის განცხადებით, რატი ბრეგაძესთან საუბრისას ის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს განვითარებასა და მედიის თავისუფლების საკითხსაც შეეხო.

"საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილისგან რეფორმებთან დაკავშირებით. ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა და აღნიშვნა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა ამ რეფორმების გზაზე და ბევრად უფრო ნაკლები საჩივარია შემოსული საერთაშორისო ევროპულ სასამართლოებში საქართველოში იურიდიული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ პოზიტიური ძვრებია. ჩვენი ამ ვიზიტის მიზანი იყო, გავცნობოდით, ამ რეფორმების გზაზე როგორი ძვრები მიდის საქართველოში, და მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება. მთლიანობაში შთაბეჭდილება არის ძალიან დადებითი და ჩვენ ამას მივესალმებით,"- აცხადებს ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი კრისტიან პეტრი.

დღის ამბები