პრემიერის გამოსვლა და მთავარი გზავნილები უნგრეთში მიმდინარე კონფერენციაზე შეფასებების თემა გახდა.
ოპოზიცია აკრიტიკებს პრემიერის გამოსვლის იმ მთავარ აქცენტებს, რომლებიც ეროვნულ-ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს ეხებოდა.
"ყველაფერი რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს, არის არაეროვნული. ბატონი ღარიბაშვილი ქვეყნის შიგნით და ახლა უკვე ქვეყნის გარეთ, სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგოს გზა ევროპისკენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, საერთოდ არ იყო გასაკვირი პრემიერის ის გამოსვლა, რომელიც მან უნგრეთიდან გააკეთა.
"როგორ შეიძლება იყოს პრობლემა, რომ უმცირესობა უმრავლესობაზე ძალადობს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ძალადობა ცუდია. სისულელეა თითქოს ერს იცავენ რაღაცისგან. საერთოდ არ იყო გასაკვირი ის სადღეგრძელოები, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია, იქიდან მოგვესმინა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.