15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
კეზერაშვილს სურს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ წვდომა ჰქონდეს მასალებზე, რომლითაც ფიქრობს, რომ თავის დაძვრენის მეტი შანსი ექნება - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნით, დავით კეზერაშვილს სურს, წინასწარ გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს მის წინააღმდეგ.

"ცხადია, ის არის შეშინებული და შესაბამისად, ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა დონეზე და რა მტკიცებულებით არის მისული საერთაშორისო გამოძიება მის კვალზე. ამიტომ უნდა სწორედ მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტში, რომ წვდომა ჰქონდეს ისეთ მასალებზე, მათ შორის, მოწმეებზე, საიდანაც ფიქრობს, რომ თავის დაძვრენის მეტი შესაძლებლობა ექნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ლოგიკა, მაშინ, როდესაც საქართველოს პროკურატურა აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს როგორც ევროპასთან, ასევე გერმანიის კოლეგა უწყებასთან, ცხადია, აუხსნელია," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები