15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
პოლიციის ქალაქის მშენებლობა და 1000 ბინა ქართველი სამართალდამცველებისთვის- დღეს, სიმბოლური კაფსულა ერთ-ერთი შენობის საძირკველში უკვე ჩაიდო

პოლიციის ქალაქის მშენებლობა - სიმბოლური კაფსულა ერთ-ერთი შენობის საძირკველში უკვე ჩაიდო. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი 1000 პოლიციელზეა გათვალისწინებული. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო 125 მილიონ ლარს ხარჯავს. პოლიციის ქალაქის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

პოლიციელები სამხედროებისთვის გათვალისწინებული პირობების მსგავსი შეთავაზებით ისარგებლებენ და ერთ კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 300 ლარს გადაიხდიან. დარჩენილ თანხას კი სახელმწიფო დაფარავს. სამშენებლო ობიექტზე პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის პირველ პოლიციელთან ერთად, მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პროექტის მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და ინიციატივისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით პოლიციის ქალაქების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პოლიციის ქალაქს კომპანია "ანაგი” აშენებს. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად გათვალისწინებულია გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პროექტმა ყველა შესაბამისი შემოწმება უკვე გაიარა.

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, 6 ჰექტარ ტერიტორიაზე პოლიციელებისთვის 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.

დღის ამბები