რუსთავში მუსიკალური ფესტივალის "ოქსიგენ ფესტის" გასამართად ემზადებიან. ქალაქის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში, პრეზენტაცია გაიმართა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. წელს, ფესტივალი ივლისში გაიმართება.
1 და 2 ივლისს, სივრცე თევზჭერის მოყვარულებს დაეთმობათ. შემდეგი სამი დღე, "ოქსიგენი" სტუმრებს, საავტორო ფილმებით უმასპინძლებს. მთავარი, მუსიკალური ნაწილი კი, 7, 8 და 9 ივლისს შედგება.