15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
მივესალმებით, საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, მიესალმება საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში.

"მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება,"- აღნიშნულია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზეც. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას.

"ეს ფაქტი გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებებს, დაეხმარება აკრძალული და მასობრივი განადგურების იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთაში,"-აღნიშნულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

დღის ამბები