15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ჩვენ ველოდებით საქართველოს, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო წინ წაიწევს ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად - პაველ ჰერჩინსკი

მოხარული ვარ, რომ ვზეიმობთ ევროპის დღეს საქართველოსთან ერთად, რომელსაც ევროპელი ლიდერების მიერ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკიმ ევროპული კომისიის პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპა ვერ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე.

"დღეს, აქ ვართ რათა ევროპის დღე ვიზეიმოთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ყველას გულთბილად გეპატიჟებით, რათა შემოგვიერთდეთ. 70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გაეერთიანებინათ ძალები, რათა ერთხმად ისაუბრონ იმისათვის, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო.

საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას მივესალმებით რომ შემოგვიერთდნენ აქ ექსპო ჯორჯიაში. ჩვენ გვექნება ბევრი აქტივობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. გთხოვთ შემოგვიერთდეთ, რათა ერთად ვიზეიმოთ ევროპის დღე. დღეს, ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70 წლის წინ, ევროპულმა ქვეყნებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ევროპულმა სახელმწიფოებმა გააერთიანეს ძალები იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროპაში. მოხარული ვარ, რომ ვზეიმობთ ევროპის დღეს საქართველოსთან ერთად, რომელსაც ევროპელი ლიდერების მიერ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. როგორ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპა ვერ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ ევროპული ერთიანობის, მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა. ჩვენ ველოდებით საქართველოს. გულწრფელად ვიმედოვნებ რომ საქართველო წინ წაიწევს ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 
დღის ამბები