15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია, მაგრამ მოქალაქეთა ნაწილი პროპაგანდისა და კონსპირაციული გზავნილებისადმი მოწყვლადი რჩება - CRRC

ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია, მაგრამ მოქალაქეთა ნაწილი პროპაგანდისა და კონსპირაციული გზავნილებისადმი მოწყვლადი რჩება - USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ "CRRS საქართველოსთან" თანამშრომლობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა.

11 იანვრიდან 8 თებერვლამდე 2 757 რესპონდენტი პირისპირ გამოიკითხა. 10-14 მარტს, დამატებით 1 048 სატელეფონო ინტერვიუ ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის სურვილი საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფში კონსენსუსის საგანია. იანვარში ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 72% ემხრობოდა, ხოლო მარტში - ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და 81%-ს მიაღწია. იანვრის მონაცემებით, მოსახლეობის 31% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო.

მოქალაქეთა 38% არ ეთანხმებოდა გზავნილს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, მაგრამ 29% ამას სარწმუნოდ მიიჩნევდა.

"დასავლური ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია, თუმცა ასევე შეინიშნება, რომ მოქალაქეთა დიდი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწყვლადი არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული გზავნილებისადმი. უშუალოდ კონკრეტულ მონაცემებზე თუ ვისაუბრებთ, კვლევის მიხედვით, იანვრის პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იყო 72%, რაც შემდეგ, მარტის მონაცემებში აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდა," - აცხადებს USAID-ის საქართველოს მისიის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები