15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
თქვენს აქტივისტებს ხან ირაკლი კობახიძის წიგნების დაწვა დაავალეთ, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა თქვენს "ვითომ სტუდენტ" აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს-ვლადიმერ ბოჟაძე

საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და წერს, რომ პარტია დიდი ხანია ცდილობს სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ.

"არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ"- ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამავე კონტექსტში, საკრებულოს წევრი ჟურნალისტ ელისო კილაძესაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მან ქოლცენტრებთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლოს.

"ქოლ-ცენტრების სკანდალის გადასაფარად ყველაფერს აკეთებს, ჯერ ბავშვის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოყენება სცადა, ახლა ირაკლი კობახიძეს და თსუ-ს მიადგა. ჯერ ერთი ეს არ არის ლექცია, მეორე ეს არ არის უნივერსიტეტი, პარლამენტია ელისო, პარლამენტი. ირაკლი კობახიძეს ასწავლით სად და რა თემაზე უნდა ესაუბროს სტუდენტებს? ხან მისი წიგნების დაწვა დაავალეთ თქვენს აქტივისტებს, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა თქვენს "ვითომ სტუდენტი" აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს.

"ნაციონალური მოძრაობა" და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ.

ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობია ქოლცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოთ და თქვენს გარშემო არსებულ კითხვებზე გასცეთ პასუხი!,"- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

დღის ამბები