15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანება თუ მოხდება, ეს იქნება უპრინციპობისა და არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი მაგალითი - არჩილ თალაკვაძე

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების, არჩევნებისთვის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ასეთი გაერთიანება თუ მოხდება ეს იქნება უპრინციპობისა და არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი მაგალითი:

"ბატონი ხაზარაძისა და ბატონი გახარიას შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, ყველას გვახსოვს რა მძიმე ბრალდებებს უყენებდა ხაზარაძე მას, შესაბამისად ასეთი გაერთიანება თუ მოხდება ეს იქნება უპრინციპობისა და არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი მაგალითი. ამით არაფერი დააკლდება ქართულ პოლიტიკას. "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ დაამარცხა ოპოზიციური ბანაკი, როგორც ცალკე, ასევე გაერთიანებული. შესაბამისად, ჩვენთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას," აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

თინა ხიდაშელი 2024 წლის არჩევნებისთვის გახარიასა და ხაზარაძის პარტიების გაერთიანებაზე საუბრობს. სწორედ მის ამ განცხადებას მოჰყვა განცხადებები. 

დღის ამბები