15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ხელისუფლების ცვლილების გეგმაზე თბილისშიც მუშაობენ - ოპოზიციის სტრატეგიაზე ამჯერად თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი მუშაობს

დავით უსუფაშვილმა თინა ხიდაშელის განცხადებას მედიით უპასუხა. ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, რომ საარჩევნოდ გახარიას გუნდთან გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას და არც მომავალში დადგება.

ლელოც და პარტია ”საქართველოსთვისაც” დარწმუნებულია, რომ მათ დამოუკიდებლად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ და ამისთვის საარჩევნო ალიანსი არ სჭირდებათ. ლელოსთვის წყალგამყოფი ყოფილი პრემიერის პოლიტიკური წარსულიცაა, - მათ შორის 20 ივნისი და ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი, რაზეც პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიში ჯერ არ გაუსწორებიათ.

ოპოზიციის წარმატების ფორმულა კი თინა ხიდაშელის აზრით, სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებაზე და 5 პროცენტიან საარჩევნო ბარიერზე გადის. განცხადება პოლიტიკოსმა ერთ-ერთი მედიით გააკეთა. ხიდაშელმა განმარტა, რომ მცირე პარტიებს პოლიტიკაში მხოლოდ პირად ამბიციები ამოძრავებთ.

ხიდაშელის განცხადებაში დაბალი ბარიერის მომხრეებმაა პოლიტიკური სტარტეგიის ნაცვლად პოლიტიკური სურვილი ამოიკითხეს. სხვა პარტიებთან ალიანსს არც ხოშტარია-ჯაფარიძესთან გაერთიანებული ვაშაძის პოლიტიკური ძალა ემხრობა. ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან, თუმცა მცირე პარტიების გაერთიანებას ხელს შეუწყობენ.

ერთად თუ ცალ-ცალკე  "ქართული ოცნებისთვის" ოპოენტების გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნება საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ელექტორატის შემცირება მათ ოპონენტებს ემუქრებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გახარია-ხაზარაძის მსგავსი პოლიტიკური მეტოქეები საარჩევნოდ ალიანსებს შეკრავენ.

მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, რაც საპარლ უმრავლესობის შეფასებით საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტი ბარიერის დაწევას არ გეგმავს, რადგან უმრავლესობის აზრით, დაბალმა ბარიერმა ქვეყანაში პოლარიზაცია მეტად გააღრმავა.

დღის ამბები