15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები.

"სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები