15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
 ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნისთვის მოხსნას - ილია დარჩიაშვილი 

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არის რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნისთვის მოხსნას.

"სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას. მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას უვიზოდ 15 მაისიდან შეძლებენ, დღეს გახდა ცნობილი. ასევე, პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.

დღის ამბები