15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ, რომ საბოლოო ჯამში შევცვალოთ ხელისუფლება- თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციის საბოლოო მიზანი მთავრობის ცვლილებაა. 

ამასთან, თინათინ ბოკუჩავა ამბობს იმასაც, რომ მმართველი გუნდი დასავლეთის მიერ წარმოებულ მნიშნელოვან პოლიტიკას ეწინააღმდეგება. 

"ისინი ეწინააღმდეგებიან დასავლეთის მიერ წარმოებულ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას. ახლა უკვე მათი ნაბიჯებით შესაძლებელია, რომ ქვენაც საფრთხის წინაშე დააყენონ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ და საზოგადოებამაც, რომ ეს პროცესი შევაკავოთ და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შევცვალოთ ხელისუფლება,"-განაცხადა თინათინ ბოკუჩავა. 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს სანქციები საბოლოოდ არა კონკრეტულ თანამდებობის პირებს არამედ ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცეს შეეხება. დღეს, საკუთარი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა სალომე სამადაშვილმა. ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს სხვა პარტიებშიც.

დღის ამბები