15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
მართლაც და რა გესაქმება მათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა - ზაალ ანჯაფარიძე " ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე

მართლაც და რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "ევროპული სოციალისტური პარტიის" დატოვების შესახებ ეხმიანება.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცა.

"დღეს „ოცნების“ ბრიფინგზე მგონი გაეცა პასუხი ყველა კითხვას უვიზო რეჟიმთან, პირდაპირ ავიამიმოსვლასთან და ევროპის სოციალისტურ პარტიაში დარჩენა/არდარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა. რას გააპროტესტებს აწი ოპოზიცია? დაწერონ ერთობლივი უსტარი პუტინის სახელზე (ეხერხებათ დაფაზე ხელმოწერები - ნიკა გვარამიამ ასწავლათ!) ან წავიდნენ რუსეთის საელჩოს სექციასთან ან ლარსის გამშვებ პუნქტზე (კარგი ამინდია არ შესცივდებათ) და გააპროტესტონ იქ. დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს და არ შემოუშვას (ესეც ეხერხება!). მოკლედ, საქმე მიეცათ და რომ იტყვიან Go Ahead ან Поехали!,"-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები