15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
გამოჩნდა, რომ ქართველმა ხალხმა შეაფასა ოპოზიციის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს ოპოზიცია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა GORBl-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის შედეგები, რაც შუალედურ არჩევნებში შემთხვევაში მოხდა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. ხოლო ოპოზიციამ ვერ გაბედა, კანდიდატების დაყენება "ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ.

მისი თქმით, იმედია ოპოზიცია თავის ქმედებებს შეაფასებს და დაფიქრდებიან და იმ პრიორიტეტებით იმოქმედებენ რაც ქართველ ხალხს გააჩნია.

"ოპოზიციის დიდი ნაწილის რეიტინგი არის ცდომილების ფარგლებში და ჩანს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, ეს პოლიტიკა დაინახა, შეაფასა და აწონა ქართველმა ხალხმა. იმედია, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრიდან რაიმე დასკვნას გამოიტანს და მიხვდებიან, რომ ნაცვლად იმისა, რომ აეწყონ სხვა ქვეყნების დღის წესრიგზე და შიდა პოლიტიკაში გადმოიტანონ თავიანთი პრიორიტეტები, დაფიქრდნენ და დაელაპარაკონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ იმ პრიორიტეტებით, რაც აქვს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს მარტივი პრიორიტეტი აქვს - ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც თავისი მოწოდებებით პირდაპირ ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა, რომელსაც ეწინააღმდეგება ოპოზიცია, რომელიც მოგვიწოდებს ხან სანქციების დაწესებისკენ და ხან რისკენ. ეს არის ის, რომ ევროპული ინტეგრაცია და ის პროცესი, რაშიც საქართველომ წინსვლას მიაღწია, ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს ის ინტერესები, რაც ქართველ ხალხს აქვს. თუ ამ პრიორიტეტებს ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება, შესაძლოა რაიმე იმედი ჰქონდეთ მხარდაჭერის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არის ხალხის პასუხი, ვხედავთ - ისინი იმყოფებიან ცდომილების ფარგლებში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები