15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
რუსეთსაც აქვს თავისი ინტერესები, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და ემოციური გადაწყვეტილება მიიღო - გია ვოლსკი პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, პირდაპირი ფრენების აღდგენაში რუსეთს თავის ინტერესები აქვს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლსკის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა და ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ აქვს.

"რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ჩვენი კურსი, ევროატლანტიკური მიმართულებით ჩვენი საკმაოდ დამაჯერებელი სვლა თვალნათელია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები