15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ოპოზიციის მხარეს არაფორმალური გავლენები რეალურ და დიდ გამოწვევად რჩება, რაც ძალიან დამაზიანებელია მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის- მიხეილ დაუშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის განცხადებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაში არაფორმალური გავლენები დიდ გამოწვევად რჩება. როგორც მიხეილ დაუშვილი განმარტავს, პარტიაში გავლენებისთვის ბრძოლა დამაზიანებელია სრულიად ოპოზიციური სპექტრისთვის.

"არაფორმალური გავლენები და შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში არის გასანულებელი.

რაც შეეხება ბატონი ადეიშვილის გამოჩენას, ახალი გვარი დაემატა თუ არ დაემატა, საბოლოო ჯამში, ფაქტი, ფაქტად რჩება, რომ ოპოზიციის მხარეს არაფორმალური გავლენები რეალურ და დიდ გამოწვევად რჩება, რაც ძალიან დამაზიანებელია მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის,"-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები