პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოზიციის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახდა ერთმანეთზე იმ ქმედებების გადაბრალება, რასაც თავად აკეთებდნენ.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, მისთვის ადეიშვილის გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა.
"არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმ განცხადებებში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოყენებულ მეტაფორას, რომელიც მელიამ გააკეთა.
არც ის იყო მოულოდნელი, რომ დასახელდა სხვა გვარებიც, კეზერაშვილის და მერაბიშვილის მიღმა, ისინი არსად არ წასულან, ვიღაც ჩრდილიდან მართავს, ვიღაც გამომზეურებულია.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად იგივე მოვლენა, რომელიც იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც დასჭირდებათ-ხოლმე მაშინ იყენებენ ასეთ განცხადებებს. თორემ თვითონ მელიას მმართველობის დროსაც არ მგონია, რომ ინსტიტუციურად სანიმუშო მმართველობასთან გვქონდა საქმე. ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახდა ის, რომ სხვას აბრალებენ იმასა, რაშიც თვითონ მიუძღვით ბრალი,"-განაცხადა სარჯველაძემ.