15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
კეზერაშვილს და მერაბიშვილს ხაბეიშვილი ჰყავთ წინ წამოწეული, არ ვიცი რა ნიშნით შეარჩიეს, ალბათ ინტელექტი მოუწონეს- გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მერაბიშვილის ჩართვას პროცესებში კეზერაშვილის დაფინანსებას არაფორმალური მმართველობა კი არა მმართველობაში ყოფნა ჰქვია. როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, არც ადეიშვილის გამოჩენა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის მოულოდნელი.

"არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ, თუ არა ერთმანეთთან შეჯიბრი იმაში, თუ ვინ უფრო დიდ კუნთებს ფლობს, ვინ უფრო დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ამ ქვეყნის.

იმდენად გამოსულები არიან ასპარეზზე, მერაბიშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ომში უნდა ჩავერთოთ და იმის მერე მოაშთვეს სცენიდან,. ვინაიდან არ დაედასტურებინა ის რეალობა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ.

მერაბიშვილი რომ ჩართულია მმართველობაში და კეზერაშვილი რომ აფინანსებს, ამას აღარ ჰქვია არაფორმალური მმართველობა, ამას ჰქვია მმართველობა და ხაბეიშვილი ჰყავთ წინ წამოწეული, არ ვიცი რა ნიშნით შეარჩიეს, ალბათ ინტელექტი მოუწონეს.

რაც შეეხება ადეიშვილის გვარის გამოჩენას ასპარეზზე, ესეც არ უნდა იყოს მოულოდნელი. მას აქვს ის ხედვები, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ის ხედვები ჰქონდა და გარკვეული რესურსიც გააჩნია, რათა ამ ასპარეზზე იმოღვაწოს,"-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები