15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა კრიტერიუმი იყო  დაცული და თუ ვინმე არ იცავდა  ამ კრიტერიუმებს, იყო თავად სააკაშვილი-თეა წულუკიანი 

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით. 

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ მოქმედებს კანონის ფარგლებში და თუ ვინმე გარკვეულ კრიტერიუმებს არ იცავს, ეს თავად სააკაშვილია. 

"მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ვინაიდან არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად, არის თუ არა პატიმარი და მისი სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში, სამოქალაქო სექტორში. ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო  დაცული და თუ ვინმე არ იცავდა  ამ კრიტერიუმებს იყო თავად სააკაშვილი,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბრეგაძის განცხადებით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.

დღის ამბები