15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"დააკვირდით, ვინ უდგანან ამ ე.წ. პარტიას სათავეში - ძებნილი კეზერაშვილი, ძებნილი ადეიშვილი, პირობით მსჯავრდადებული კრიმინალი მელია და სპორტულ დარბაზებში დაკარგული ხაბეიშვილი" - გიორგი ცაგარეიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგ დაპირისპირებაზე, რომელიც ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საუბარია პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ მართვაში დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემდეგ, ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილს ამხელს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაც უფრო მალე დაიშლება, ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება.  

"ის ნაპრალები, რომელიც თვალხილულია, უფრო ღრმა გახდება. რა თქმა უნდა, მელიას ე.წ. გუნდი მოწყდება ამ პარტიას. რაც უფრო მალე გადაეგება პოლიტიკური თვალსაწიერიდან ნაციონალური მოძრაობა, იმ ავაზაკებთან ერთად, რომლებიც ახლა სათავეში უდგანან ამ ე.წ. პარტიას, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის. დააკვირდით, ვინ უდგანან ამ ე.წ. პარტიას სათავეში - ძებნილი კეზერაშვილი, ძებნილი ადეიშვილი, პირობით მსჯავრდადებული კრიმინალი მელია, სპორტულ დარბაზებში დაკარგული ხაბეიშვილი. ბევრი ასეთი კომიკური და კრიმინალური პერსონაჟი. ეს ნაერთი საბოლოო ჯამში იძლევა იმ უბედურებას, რაც არის ახლა ნაციონალური მოძრაობა," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

შეფასება გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.  

"ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორიც ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არიან, რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი არავის არ შეიძლებოდა ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები