15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"ქართული ოცნება" ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ზოგიერთი სახის გამოჩენით "ნაციონალურ მოძრაობაში" - ბექა ლილუაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, შეფასებები კეთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პარტიის შიგნით საკითხი დროულად გადაწყდეს.

"ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ზოგიერთი სახის გამოჩენით "ნაციონალურ მოძრაობაში". შედეგობრივადაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობა. მნიშვნელოვანია, დროულად გადაწყდეს ეს საკითხები, დროულად მოხდეს თუ იქ რაიმე ტრანსფორმაციის საჭიროება არსებობს იმისთვის, რომ ჯამში, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის შიგნით არსებული პრობლემები შემდეგ საბოლოოდ აზიანებს მთლიანად ოპოზიციურ ველს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

განცხადება გააკეთა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.

"კარგი იქნება, რომ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობაში - რა თქვა მელიამ ხაბეიშვილზე, ეს არის თურმე მთავარი საკითხი. ჩემთვის არ არის მთავარი საკითხი, როგორმე მოგვარდებიან და გაერკვევიან," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

 

დღის ამბები