15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის წინ" - ენმ-ში სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან და სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში"პირობას დებენ, რომ პარტია სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 

"მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის წინ. აქ პირველად გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება დროებით ღონისძიებას, ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგმა. ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი არსებითი განხილვა საქმის, რაც დასაშვებად ცნო სტრასბურგმა, ეს არის ის, რის განხილვასაც უნდა ველოდეთ აწი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე კი წინ არის. 

"გეგმა არის შემდეგი, რომ ბრძოლა რომელიც დაწყებულია სამართლებრივი, მისი მხოლოდ ერთი ეტაპია ჯერ დასრულებული, მეორე ეტაპი არის წინ, რომელიც არის მთავარი საჩივრის განხილვა, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და საქმე უკვე მიღებულია სტრასბურგში და მიმდინარეობს ამ საქმეზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება ისეთი, რომელიც შეეფერება საზოგადოებას, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები ძვირფასია და პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლდება," - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

 

 

 

დღის ამბები