15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ხვალიდან პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს - ცვლილებების პროექტს 15 მაისს ორი კომიტეტი განიხილავს

ხვალიდან პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს - ცვლილებების პროექტს 15 მაისს ორი კომიტეტი განიხილავს. ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ასევე, იცვლება არჩევის პროცედურა და კვორუმი.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან, მათივე განმარტებით, არ რჩება სივრცე იმისთვის, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა დისკუსიები გამართონ ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ კანონს მხარს არ დაუჭერენ, თუმცა განხილვებში ჩაერთვებიან.

"ეს უკან გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ ის კანონმდებლობა, რაც გვაქვს შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ მისი შინაარსი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთთან უნდა შევთანხმდეთ, რაღაცნაირად ვილაპარაკოთ და კომპრომისი ვიპოვოთ, რომ ამით მივცეთ ცესკოს უფრო მეტი ნდობა და ავტორიტეტი. საბოლოო ჯამში, ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა დისკუსიებზე. რისკებს აჩენს, რომ თუ როდისმე კრიზისი შეიქმნება არჩევნების შემდეგ, ცესკოს არ ექნება საკმარისი ავტორიტეტი, რომ ეს კრიზისი მოაგვაროს. ასე რომ ცუდი გადაწყვეტილებაა, ცხადია მხარს არ დავუჭერთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები