15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას აბრალებენ - არჩილ თალაკვაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს და ვინც რაიმე სახით საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს, ის მხოლოდ სპეკულაციას ეწევა.

თალაკვაძის განმარტებით, ფრენების აღდგენა, ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის სიგნალი უნდა იყოს, რადგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნებისმიერი გადავადება, ზრდის რისკებს და ააქტიურებს რუსეთის ფედერაციას.

"სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს რაიმე სახის ადანაშაულებენ, თითქოს, ჩვენ რაიმე სახით მონაწილეობა გვაქვს მიღებული ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში. ეს ასევე არის სიგნალი ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, ნებისმიერი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რა თქმა უნდა, რისკებს და გამოწვევებს საქართველოსთვის ზრდის და ბუნებრივია, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მიღებული პასუხისმგებლობიანი და დროული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ისევე როგორც ევროპას რეგიონში სჭირდება საქართველო, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები