15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს სთავაზობს, სასამართლო რეფორმის საკითხზე დაგეგმილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფებს სთავაზობს, ხვალ სასამართლო რეფორმის საკითხზე დაგეგმილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც ოხანაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ დისკუსიის შემდეგ გავა.

ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. ინიციატივები უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა.

დღის ამბები