მგელმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ცხვრის ფარა მთლიანად გაანადგურა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. დაგლეჯილია 150-მდე ცხვარი.
დაზარალებულები ფიქრობენ, რომ სოფელს მგლის ხროვა შეესია, რადგან დახოცილი ცხვარი სოფლის გზაზე დიდ ფართობზე იყო გაშლილი. მათი დათვლით, ზარალი 50 ათას ლარს აღწევს.