15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც სააკაშვილთან დაკავშირებით "ფეიკ" ჩანაწერებით იყო გაკეთებული, ტყუილზე მოაწერეს ხელი - მამუკა მდინარაძე

"ავადმყოფობას, რომელიც არ იყო იმგავრი, როგორიც მათ უნდოდათ წარმოეჩინათ, დასჭირდა გაპიარება. რეალურად, ეს იყო თვითდაზიანებისგან გამოწვეული სიგამხდრე თუ სხვადასხვა დიაგნოზები, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი ეწეოდა თვითდაზიანებას, რომ ამ ავადმყოფობის გაპიარების საფუძველი შექმნილიყო,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის მკურნალობისთვის. რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების მხარდაჭერას და მსჯავრდადებული პრეზიდენტის შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციების მიღებას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს დაგეგმილი პიარკამპანიის ნაწილი იყო.

"კლინიკაში იყო გადაყვანილი, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მისი მკურნალობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უსასტიკესი რეჟიმის შემქმნელი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებთან დაკავშირებით, რა დამართა ამ ქვეყანას, ყველამ კარგად ვიცით - ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა. რეზოლუციებში რატომ ხვდებოდა იცით? ბევრი შეკვეთილი სტატია, მათ შორის ფულით - ოფიციალურით თუ არაოფიციალურით. ოფიციალური დადასტურებულია, არაოფიციალურზე ჩვენ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია. ხდებოდა ამ რეზოლუციების და სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერის პიარკამპანიის ნაწილად გახდომა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ რომ გვამუნათებდნენ "სოციალისტებიდან" გასვლაზე, მაშინ, ამ პარტიის წარმომადგენლებმაც კი დაუჭირეს მხარი და ეს შემთხვევითი არ იყო. ამ ტყუილში ჩართულები იყვნენ ევროპელი პარლამენტარებიც, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საბოლოოდ სტრასბურგი ადასტურებს, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილზე მოაწერეს ხელი იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც რეზოლუციას სადაც "ფეიკ" ჩანაწერები იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები